გაქარწყლებული მითი

 პოლიციის აღლუმის დასრულების შემდეგ   ვანო მერაბიშვილის თქმით  ,,მითი იმის შესახებ, რომ ყველ ინფორმაციას ვფლობთ გაქარწყლდა, იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან მოულოდნელი, რადგან რამოდენიმე წუთის წინ გავიგე ასეთი დიდი პატივი.  მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. 

ფოტო: დვანის სასაზღვრო ზოლი

ფოტოებიდან კარგად ჩანს როგორ აკვირდებიან რუსი ე.წ მესაზღვრეები გორაკიდან  ქარელის რაიონის საზღვრისპირა სოფელ დვანს. სოფლის დასავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრები რუსული საგუშაგოებითაა გარშემორტყმული.  სახნავ-სათესი მიწების სიხლოვეს კი 5 სართულიანი, რუსული ყაზარმა დგას. ადგილობრივებს სამეურნეო საქმიანობის ჩატარება ბაზასთან 500 მეტრის მოშორებით უწევთ. დვანში   ქართული ბლოკ – საგუშაგოებია განლაგებული. საზღვართან ცხოვრების მიუხედავად ინციდენტებს ადგილი არ აქვს.

This slideshow requires JavaScript.

გორში პოლიციის აღლუმი ეს წუთია დასრულდა

სააღლუმე სამზადისი გორში

დილიდან გორის ცენტრში პოლიცია 6 მაისს დაგეგმილი აღლუმისთვის გენერალურ რეპეტიაციას გადის. გადაკეტილია სტალინისა და ჭავჭავაძის ცენტრალური ქუჩები 

ვალერი სუხიშვილი სტალინის შესახებ

,,სუხიშვილის” უნივერსიტეტის რექტორი  ვალერი სუხიშვილი ,,სტალინიზმის” შესახებ.

შენ ამერიკაში ჩამოხვალ, დამპირდი, რომ მნახავ …

ის ერთი ჩვეულებრივი, თუმცა შიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მეტად ინტელექტუალური ბიჭია, მისთვის ღირებულია თავისი სკოლა, წიგნები, კომპიუტერთან მუშაობა, სამშობლო და კიდევ ბევრი ისეთი ფასეულობა, რაც სხვა ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის.
დღის რეჟიმი, დილით ხელპირის დაბანის შემდეგ სასწავლო პროგრამის გამეორებით იწყება, შემდეგ კი სკოლისკენ მიიჩქარის. გზა არც–თუ იმდენად შორია, თუმცა იმის გამო რომ სკოლაში საკმაოდ სიმკაცრეა, ჩქარობს, დაგვიანება არ შეიძლება…
ნიკა ცოტნიაშვილი გორში დაიბადა და იზრდებოდა, ომამდე, ბოლო წლებში მშობლებთან ერთად იგი საცხოვრებლად ერედვში გადავიდა და 2008 წლის შემდეგ  დევნილად იქცა. ნიკა სულ ახლახანს 16 წლის შესრულდა. Read the rest of this entry

გორის ცენტრალურ გამზირზე მოსეირნე ძროხები

ფოტოებზე ჩანს როგორ გადაადგილდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გორის ცენტრში.

This slideshow requires JavaScript.

 

დევნილებთან მისული ჟურნალისტები უცნობებმა ჯერ გალანძღეს შემდეგ ჩასახლებიდან გამოყარეს

კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მისულ ,,ხალხის გაზეთის” ჟურნალისტებს  უცნობმა პირებმა დევნილთა პრობლემების გადაღების საშუალება არ მისცეს, ხელით შეეხვნენ და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს. ამ დროს ჟურნალისტს კამერა გამორთული არ ქონდა და სტუმართმოყვარე უცნობების დახვედრას იწერდა.

ჩასახლებაში მყოფმა უცნობებმა ჟურნალისტებს ასეთი სიტყვებით მიმართეს: ,,შვილი მამას ასწავლიდაო ისე არ მოგივიდეს. წესიერი საუბარი უნდა იცოდეთ. აქ შენი ნერვები არავის არ აქვს. საიდანაც მოხვედი იქ წადი. ბევრს ნუღარ ლაპარაკობ. ჩვენ დაუკითხავად აქ არანაირი ჟურნალისტი არ შემოვა. რა სიუჟეტს იღებთ, აბა მაჩვენეთ რა ჟურნალისტი ხართ , ვინა ხართ? ბევრს ნუ ლაპარაკობ  და ამ ჩასახლებაში მეორედ აღარ დაგინახოთ.  დავაი მეთქი გითხარი, შენ გულზე არა ვარ”!

No Comment

This slideshow requires JavaScript.

დასრულდა C კატეგორიის სალიცენზიო კურსები

დასრულდა მწვრთნელ-მასწავლებელთა სალიცენზიო გადამზადების კურსები. სემინარი შიდა ქართლის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში მიმდინარეობდა და მოწვეულები იყვნენ საფეხბურთო აკადემია `ქართლი 2011~-ის მწვრთნელ-მასწავლებლები. სემინარს უძღვებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტის წევრები.
შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გია რევაზიშვილმა გადამზადებულებს მიულოცა, წარმატებები უსურვა და მიმართა _ `როგორც თეორიულად იყავით გამორჩეულები ასევე პრაქტიკულადაც დაგვაჯერეთო~. მოკლედ ისაუბრა ფეხბურთის განვითარების შესახებ და აღნიშნა საქართველოში აუცილებელია კვალიფიციური მწვრთნელები, რომ მოხდეს ფეხბურთის მაღალ დონეზე განვითარება. Read the rest of this entry